ყველაფერი 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც გადავწყვიტეთ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც პანდემიის დროს ადამიანები ყველანაირი დისტანციის დაცვით შეძლებდნენ ბუნებაში გასვლას, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. გარდა სივრცისა, მომხმარებელს შევთავაზეთ სრული საპიკნიკე მომსახურება, რაც გულისხმობდა საჭმლის სავსე კალათით და საპიკნიკედ საჭირო ყველა სხვა ინვეტარით სარგებლობას.
მომხმარებელთა მოთხვონიდან გამომდინარე, 2021 წელს დავამატეთ მცირე საოჯახო სამზარეულო, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. ეტაპობრივად ვიზრდებით, გასულ წელს დავამატეთ დახურული სივრცე და საოჯახო სასტუმრო. ამ ეტაპზე სტუმრებს გაზაფხულიდან-შემომდგომამდე ვიღებთ და მათზე მორგებულ სხვადასხვა მომსახურებას ვთავაზობთ.